ლაზარე გრიგორიადისის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან აქცია გაიმართება
მარტის აქციების საქმეზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.
„ლაზარე გრიგორიადისის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან აქცია გაიმართება“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.