ალბათ გულმა უგრძნო თუ არ ვიცი რა იყო, გადამარჩინა - რას ამბობს დათო ტურაშვილი
მწერალი, დათო ტურაშვილი, რომელმაც გულის რთული ოპერაცია გაიკეთა, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“ყველას უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა. განსაკუთრებული მადლობა კი დიტო აბდუშელიშვილს. ეს არის ადამიანი, რომელსაც შინაგანი მოთხოვნილება აქვს სიკეთის კეთების მიმართ. უცნაურად შემომიჩნდა შენი ფერი არ მომწონსო. მართალი აღმოჩნდა... ამის მერე დიტომ მითხრა იმ ექიმზე, რომელიც ისრაელში მოღვაწეობდა, იმას გააკეთებს, რასაც სხვაგან ვერ გაგიკეთებენო.
მართლაც საოცარი ექიმი იყო, ჯარისკაცის მამაში რომ დაღლილი ქირურგია იმას ჰგავდა. მკითხა აქამდე როგორ ჩამოაღწიეო. არ ვიცი... დიტო აბდუშელიშვილს ალბათ გულმა უგრძნო თუ არ ვიცი რა იყო, გადამარჩინა”, – ამბობს დათო ტურაშვილი „ფორმულასთან“.