თეგებით ძიება

8-14 მაისს ტურიზმის პროფესიონალებისთვის პირველი სათავგადასავლო მარათონი გაიმართება

8 -14 მაისს საქართველოში ტურიზმის პროფესიონალებისთვის პირველი სათავგადასავლო მარათონი გაიმართება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ პროექტი „მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ სტარტს 8 მაისს თბილისიდან აიღებს, 7-დღიანი სათავგადასავლო მარათონი წელს მაისში პირველად გაიმართება, მასში 20 სერტიფიცირებული გამყოლი მიიღებს მონაწილეობას.

2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში. გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, გამოაჩინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარები და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები (საცხენოსნო, ველო, ჯომარდობა, ჯიპ ტური, სკი ტური, ინციდენტზე რეაგირება, სამაშველო ოპერაცია, სხვ.).

პროექტის მისიაა სათავგადასავლო ინდუსტრიის სტიმულირება, აქტიური დასვენების და გამყოლთან მოგზაურობის პოპულარიზაცია, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მოზიდვა და შთაგონება ჩაერთონ საგამყოლო პროფესიაში, რადგან გვჯერა, რომ გამყოლის კარიერას შეუძლია უზრუნველყოს საინტერესო ცხოვრება და ღირსეული ანაზღაურება, რაც გააძლიერებს თაობას, თემსა და რეგიონს“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა