თეგებით ძიება

როგორ უნდა შეიცვალო აზროვნება არასრულფასოვნების კომპლექსების დასაძლევად

შეწყვიტე მცდელობა, რომ სხვების მსგავსი იყო. არასრულფასოვნების კომპლექსები ფესვგადგმულია შენი სურვილით, გახდეთ ის, ვინც არ ხარ.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, შენ არ ხარ საკუთარი თავის ერთგული. დასაშვებია, რომ შთაგონება მიიღო ადამიანებისგან - მათი ზოგიერთი თვისება შენც განივითარო, მაგრამ მთავარი განსხვავება ისაა, რომ შენ ისევ შენ ხარ. შენ იყენებ სხვების თვისებებს, როგორც პოზიტიურ მეგზურს, მაგრამ საკუთარ თავთან ერთგული რჩები.

შეეცადე, არ ინერვიულო იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები. ეს არაჯანსაღი აზროვნებაა. ზოგჯერ ამგვარი განსჯა რეალურია, მაგრამ ხშირად წარმოსახვითია.

ფოკუსირება მოახდინე საკუთარი თავის ბედნიერებაზე სხვათა აზრის გათვალისწინების გარეშე. შეახსენე საკუთარ თავს, რომ არ გაქვს საშუალება გაიგო, სინამდვილეში რა ხდება მათ ცხოვრებაში. კონცენტრირება მოახდინე შენს ძლიერ მხარეებსა და დადებით თვისებებზე და არა იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები შენზე. მიიღე გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, შედეგად, აიმაღლებ თვითშეფასებას.

შეწყვიტე საკუთარი თავის შედარება სხვებთან, რადგან შენს ცხოვრებასა და მდგომარეობაში ყველაფერი განსხვავებულია – დაწყებული ოჯახიდან, სადაც დაიბადე, გენეტიკით და შესაძლებლობებით დამთავრებული.

არასრულფასოვნების კომპლექსები ემყარება საკუთარი თავის შესახებ ცრუ იდეებს. ეს სურათი კი მცდარია და არ ასახავს რეალობას. დააიგნორე „ეტიკეტები“, რომლებიც საკუთარ თავს შენვე „მიამაგრე“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა