თეგებით ძიება

წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ხვალ, 8 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 9 მაისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კაიროს, ლორთქიფანიძის, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, მეტრეველის, ნებიერიძის, საჯაიას, გაბაშვილის, ადამიას, გიორგაძის, რაზიკაშვილის, ცისკარიშვილის, ფაღავას, სანაძის, ზაალიშვილის, კაიროს I-VII ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა