45% ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ივანიშვილი იგულისხმა - CRRC-ის კვლევა
CRRC საქართველოს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა.
კითხვაზე, რომელ პიროვნებას ან პიროვნებებს მოიაზრებს ევროკომისია ოლიგარქში ან ოლიგარქებში? პასუხები ასე გადანაწილდა:
ბიძინა ივანიშვილი - 45%;
დავით კეზერაშვილი - 9%;
მიხეილ სააკაშვილი - 8%;
მამუკა ხაზარაძე - 7%;
ვანო ჩხარტიშვილი - 5%;
სხვა - 1%;
არ მოიაზრებს კონკრეტულ პიროვნებას - 1%;
არ ვიცი - 37%;
უარი პასუხზე - 4%.
ცნობისთვის, მასალა მომზადებულია “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.