თეგებით ძიება

31% სრულად ეთანხმება, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ პროვოცირებული დაპირისპირება იყო - CRRC

მოსახლეობის 31% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას CRRC საქართველოს ახალი კვლევა ადასტურებს.

კითხვაზე - გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: რუსეთი-უკრაინის ომი ფაქტობრივად დასავლეთის მიერ პროვოცირებული დაპირისპირება იყო, პასუხები ასე გადანაწილდა:

საერთოდ არ ვეთანხმები - 5%;

არ ვეთანხმები - 20%;

ნეიტრალური ვარ - 17%;

ვეთანხმები - 25%;

სრულად ვეთანხმები - 31%;

არ ვიცი/უარი პასუხზე - 37%.

გარდა ამისა, ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ პუტინის ამბიციებს ვერაფერი შეაჩერებდა, მეოთხედი კი ამბობს, რომ უკრაინას ომის თავიდან არიდება შეეძლო.

კითხვა: მრავალი მოსაზრება არსებობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ და იმაზე, თუ რამდენად შეეძლო უკრაინას ომის თავიდან აცილება დასავლეთთან ინტეგრაციის მისწრაფების პარალელურად. ახლა გაჩვენებთ ორ მოსაზრებას და გთხოვთ,მითხრათ, რომელი გამოხატავს ყველაზე კარგად თქვენს შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა