"მასტერშეფის" გამარჯვებული ცნობილია - ვინ არის ჯოზი, რომელიც 12 წლამდე ბავშვთა სახლში იზრდებოდა?
კულინარიული შოუს "მასტერშეფის" მე-9 სეზონის გამარჯვებული ფინალურ ტურში, 7 მაისს გამოვლინდა. პროექტის გამარჯვებული ჯოზი გახდა.
„ვარ 24 წლის. ბავშვური ვარ, თბილი, კეთილი, უბოროტო. 7 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ. 2 წლიდან 12 წლამდე ვიზრდებოდი ბავშვთა სახლში. იქ ცხოვრება და ჩემი ბავშვობა ჩემი ცხოვრების ყველაზე ძლიერ მხარედ მაქვს აღიარებული.
ვინც ბავშვთა სახლში გაიზარდნენ, მინდა, მათაც ბიძგი მივცე, რომ ამით არაფერი მთავრდება, პირიქით, ადამიანს ყველანაირი შესაძლებლობა ეძლევა", – ასე წარსდგა ჯოზი ,,მასტერშეფის” მაყურებლის წინაშე.
„მასტერშეფის“ ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ ეკატერინე ბერიძე და ვაჟა წულუკიძე.