თეგებით ძიება

ვაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოხევა პროვოკაციაა - მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ვაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოხევა პროვოკაციაა.

„მსგავსი ფაქტი არის არამარტო პროვოკაცია, არამედ მიმართულია ჩვენი და უკრაინელი ხალხის ძმობის საწინააღმდეგოდ. ასეთი ქმედებები არის რუსული პროპაგანდა საქართველოში და საერთოდ, „ალტ ინფო“ და მისი იდეოლოგია უნდა აიკრძალოს საქართველოში იმიტომ, რომ არ შეიძლება წარმოადგენდე იმ ძალას, რომელსაც შენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული“,-განაცხადა ხაზარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკის პარკში, უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა