ჩვენებები გაგვიყალბეს - ბადრი ესებუას მშობლები
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, ბადრი ესებუას მშობლების მტკიცებით, მათი ჩვენებბეი გააყალბეს.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ნინო ჯიქია და ტარიელ ესებუა ადასტურებენ, რომ გამოკითხვის ოქმში მათი ხელმოწერაა, მაგრამ ამბობენ, რომ პოლიციის განყოფილებაში ჩამორთმეული ჩვენება არ წაუკითხავთ.
ნინო ჯიქია ამტკიცებს, რომ თავდასხმის დღეს, 2020 წლის 21 ოქტომბერს მისი შვილი ბადრი ესებუა მთელი დღე სახლში იყო, მამას ეხმარებოდა.
მისი თქმით, ესებუა სახლიდან მხოლოდ 23 ოქტომბერს ნაშუადღევს ექიმთან წავიდა.
ბადრი ესებუას დედამ თქვა, რომ ამ უკანასკნელ ჩვენებაში მოცემული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი ტყუილია და ხელი მოაწერინეს.
მეუღლის მსგავსად, ტარიელ ესებუამაც თქვა, რომ მისი შვილი ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს სახლში იყო და მშენებლობაში ეხმარებოდა.
ტარიელ ესებუამ ასევე თქვა, რომ მისი შვილი სახლიდან 23 ან 24 ოქტომბერს წავიდა სამკურნალოდენ.
პროცესზე პროკურორმა მათ მიერ გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენებები გაასაჯაროვა, ჩვენებაში დედა წერს, რომ ბადრი ესებუა სახლიდან 21 ოქტომბერს წავიდა და სამსახურიდან დაბრუნებულ მამასაც ეს ინფორმაცია მიაწოდა.
მშობლები ამტკიცებენ, რომ შვილის ბრალდების შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყვეს. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა.
ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა 8 თებერვალს გამთენიისას დააკავეს.