"შენთან რა უნდოდა სიკვდილს..." - ქუთაისი-ხონის გზაზე ავარიაში დაღუპული გოგოს ფოტო ვრცელდება
"ავარიისას გარდაცვლილი თეო, შენთან რა უნდოდა სიკვდილს...
(ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილი დაეჯახა.)
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია, გამძლეობა ოჯახს...
ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა მათ გამწარებულ ოჯახს, რომელმაც შვილი დაკარგა... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... გადაინაცვლა მარადიულობაში...
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ....
ეს არის ტრაგედია, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ...
როგორი თბილი იყავი, ღიმილით, ბედნიერებით და სიყვარულით სავსე. ყველას უნაწილებდი ღიმილებს. ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენ გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..
ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული იმ ტკივილს განვიცდი... მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო შეძულდა... სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები?! ალბათ, იქ, სადაც არ არსებობს დრო; იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა; იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს...
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის... ტკბილად იძინე...
“გთხოვთ, ილოცეთ 14 წლის ბიჭისთვის”! დაღუპულია მსუბუქ ავტომობილში მძღოლის გვერდით მჯდომი ქალი, ხოლო 14 წლის მოზარდი ამჟამად სიცოცხლისთვის იბძვის. მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მეორე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ირკვევა, მიკროავტობუსში მყოფი ადამიანებიდან არავინ დაშავებულა.
გარდაცვლილი გოგონას ვინაობა ცნობილია", - წერს შოთო სიხარულიძე.