"ნაცმოძრაობამ" უნდა შეადგინოს ცესკო-ს შემადგენლობა - გია ვოლსკი
პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "ნაცმოძრაობამ" უნდა შეადგინოს ცესკო-ს შემადგენლობა.
ვოლსკი საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცესკოს საქმიანობის შეჩერების მცდელობას ხედავენ, პრეზიდენტი კი შექმნილ ჩიხს აღრმავებს, ამიტომ ამომრჩევლის წინაშე აქვთ ვალდებულება ცვლილებები განახორციელონ.
"ოპოზიციის სიტყვას ყავლი გაუვიდა, ფუყე გახდა, ზედაპირზე უნდათ რაღაც წამოწიონ, მაგრამ არანაირი საშუალება არ აქვთ, რამით თავი მოაწონონ საზოგადოებას, თუკი იმ სექტაში არ არიან გაერთიანებული, რომელსაც თავად წარმოადგენენ. ეს რევოლუციური კომიტეტია, არ დაგავიწყდეთ. მცდელობას ვხედავთ, რომ ცესკოს საქმიანობა შეჩერდეს, ჩაიშალოს, ადამიანებს არ ჰქონდეთ მყარი განცდა, რომ იქ არიან იმ პოზიციაზე, საიდანაც სახელმწიფოს ემსახურებიან და არა რომელიმე პოლიტიკურ რგოლს", - განაცხადა ვოლსკიმ.