ურსულა ფონ დერ ლაიენი ხვალ კიევს ეწვევა
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ხვალ კიევს ეწვევა. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ერიკ მამერმა განაცხადა.
"პრეზიდენტი ხვალ კიევში იქნება, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებს. ეს ვიზიტი ევროპის დღეს ჩატარდება. ჩვენ გულწრფელად მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღე აღინიშნოს", - თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა.