ოზურგეთში სახლი გატეხეს
ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი გატეხეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ტელეკომპანია გურია" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია შენობის კარის საკეტები, გატეხილია ნივთები, ოთახების კედლებზე კი საღებავია შესხმული.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლს მუდმივი მაცხოვრებელი არ ჰყავს და მისი მეპატრონე უკვე წლებია თბილისში ცხოვრობს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.