თეგებით ძიება

„დამიკავშირდით ისინი, ვისაც სასწრაფოდ შეგიძლიათ დახმარება“ - აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით დახმარებას ითხოვს. იგი მოხუცი ქალის შესახებ წერს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და თავშესაფარში გადაყვანა სჭირდება.

„დამეხმარეთ რა, ძალიან სასწრაფოა!

თბილისში, ვინმე თუ მუშაობთ, ან გაქვთ მოხუცთა თავშესაფარი. გთხოვთ სასწრაფოდ დამიკავშირდეთ. მოხუცი ქალი უნდა მოვიყვანოთ დღესვე. უპატრონოა, 75 წლამდე. უჭირს გადაადგილება და ერევა მეხსიერება.

გადასახადს გადავიხდით, რა თქმა უნდა, ჩვენ, და პირობები უნდა იყოს კარგი.

უბრალოდ, მოხუცთა სახლის ნომრებს ნუ დამიწერთ. დამიკავშირდით ისინი, ვისაც სასწრაფოდ შეგიძლიათ დახმარება.

გარეთ ვართ და გელოდებით. რაც შეიძლება სწრაფად მოვალთ. 558 18 12 18", - წერს აკა სინჯიკაშვილი.

წყარო: primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა