„დიდი ეროვნული უბედურებაა, რაც ისტორიულ ტაძრებს დამართა საპატრიარქომ პარაფინის სანთლის ბიზნესით“ - ილია ჭიღლაძე
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სამთავროს მონასტრის ფოტოს აქვეყნებს და წერს.
„ახალ ტაძრებზე და ახალ ფრესკებზე აღარ ვჩივი, დიდი ეროვნული უბედურება ისაა, რაც ისტორიულ ტაძრებს, განსაკუთრებით ქაშუეთს, ზუგდიდის ვლაქერნას, სვეტიცხოველს და სამთავროს ტაძარს დამართა საპატრიარქომ პარაფინის სანთლის ბიზნესის წყალობით. ფოტოზე სამთავროს ტაძარია, იუნესკოს ძეგლი - ერთიანად გაჭვარტლეს და გამურეს ბოლო 20 წელიწადში. თან ხომ ძალიან აქტიური ცენტრია მომლოცველობისა და შესაბამისად ყოველდღე ათი ათასობით პარაფინის სანთელი ინთება და იწვის“, - წერს ილია ჭიღლაძე.