მკვლელობა ბოლნისში - რა გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი?
სისხლიანი ანგარიშსწორება ბოლნისში - ადგილობრივებმა, დავით რეხვიაშვილი მრავლობითი ჭრილობებით მძიმე მდგომარეობაში ნახეს.
მიყენებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და რეხვიაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
ერთ-ერთი ვერსიით, რეხვიაშვილსა და ბრალდებულს შორის წარსულში დაპირისპირება მოხდა.
თავდასხმის წინ კი მათ შორის კიდევ ერთი კონფლიქტი მოხდა. ბრალდებულმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია, კონფლიქტის ადგილი დატოვა და შემდეგ სტადიონზე შეიარაღებული დაბრუნდა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული შსს-მ უკვე დააკავა, თუმცა უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
წყარო: „მთავარი არხი“