თეგებით ძიება

„გადაიხედოს ტარიფები დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად!" - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად აუცილებელია ტარიფების გადახედვა.

"საქართველო, წელიწადში დაახლოებით 70 - 80 მილიონამდე დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს .... როდესაც  3.25 იყო დოლარის კურსი, 260 მილიონი ლარით ყიდულობდნენ ამ 80 მილიონ დოლარს და ახლა 80 მილიონი დოლარის საყიდლად - 199 მილიონი ლარია საკმარისი ...  ამ კურსის ცვლილებით, საშუალოდ 50- 60 მილიონი ლარი დარჩებათ, მოიგებენ, მოიპარავენ ... ზედმეტობით ამ სხვაობას გაზრდილი ტარიფით გვახდევინებენ.  „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ყველაფრიდან იპარავს და ძარცვავს ქართველ ხალხს. გადაიხედოს ტარიფები დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად!" – წერს ლევან ხაბეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა