თეგებით ძიება

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევისთვის, შსს-მ ვასილ გოგალაძე 1 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე, „ალტ-ინფოს“ წევრი, ვასილ გოგალაძე 1000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორტუნა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას. აღნიშნული სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა