თეგებით ძიება

გამოიტანა თოფი და დაახალა თავში... - ბოლნისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

ბოლნისში, სტადიონზე მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე წარსულში ნასამართლევი პირია, რომელსაც მოკლულ დავით რეხვიაშვილთან წარსულშიც ჰქონდა კონფლიქტი.

„სტადიონზე შელაპარაკება მოუვიდათ, წასულა მერე ის კაცი ვინც მოკლა, დამელოდე აქო, მოუტანია თოფი და დაახალა თავში. მეზობლები არიან, დაკავებული არ არის როგორც ვიცი, თურმე ის ეუბნებოდა ბავშვებს ნუ აშინებ სტადიონზე ნუ შედიხარო, ასე ამბობენ არ ვიცი", - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

მკვლელობა ბოლნისში გუშინ მოხდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა