თეგებით ძიება

"რას ფიქრობენ სხვები შენზე, შენი საქმე არ არის" - რჩევები, რომლებიც ყველამ უნდა წაიკითხოს კვირაში ერთხელ მაინც!

ციტატების ავტორი - რეგინა ბრეტი, 90 წლის (ოჰაიოს შტატი, ქ. კლივლენდი).

„ცხოვრება არ არის სამართლიანი, მაგრამ მაინც მშვენიერია.

როდესაც ეჭვი გეპარებათ, საცდელად შემდეგი პატარა ნაბიჯი მაინც აუცილებლად გადადგით.

დატკბი ცხოვრებით, ის ძალიან ხანმოკლეა...

ყველა კამათში გამარჯვება აუცილებელი არ არის. უბრალოდ იყავით საკუთარი თავისადმი მართალი.

იტირე ვინმეს თანდასწრებით. ეს უფრო მეტ შვებას გაგრძნობინებს, ვიდრე მარტო ტირილი.

რაც შეეხება შოკოლადს, მასთან წინააღმდეგობა უშედეგოა.

შენს წარსულს ნუ გააფუჭებინებ აწმყოს.

კარგია, თუ შვილები შენს ტირილს დაინახავენ.

ნუ შეადარებთ თქვენს ცხოვრებას სხვებისას. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ფათერაკებით არის სავსე მათი „მოგზაურობა“.

რაც არ გკლავს, ნამდვილად გაძლიერებს.

დაწვით თქვენი საყვარელი სურნელოვანი სანთლები. ჩაიცვით ლამაზი თეთრეული, ლამაზი ახალი კაბა, არ შეინახოთ ისინი განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი დღეა.

კარგად მოემზადე და შემდეგ მიყევი დინებას.

შენს გარდა არავინ არის პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.

აპატიე, მაგრამ არ დაივიწყო.

რას ფიქრობენ სხვები შენზე, შენი საქმე არ არის.

სიტუაცია, რაც არ უნდა კარგი იყოს ან ცუდი, ის შეიცვლება.

გჯეროდეთ სასწაულების.

ნუ ამოწმებ ცხოვრებას. ისარგებლე ახლავე ამ საჩუქრით".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა