თეგებით ძიება
09. 05. 2023 სპორტი

„ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია A-ს ახალმა მეფემ“ - კვარას პოსტერს ნიგერიის პრეზიდენტი გამოეხმაურა

სერია ა-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მიერ "ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოქვეყნებულ პოსტერს, რომელშიც კვარას მეფის გვირგვინს თვით დიეგო მარადონა ადგამს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პოსტერმა ნიგერიელებში დიდი პროტესტი გამოიწვია და სერია ა რასიზმში დაადანაშაულეს, რადგან მიაჩნიათ, მეფე ამავე გუნდის ნიგერიელი მოთამაშე, ვიქტორ ოსიმენია.

პოსტერს ნიგერიის არჩეული პრეზიდენტი, ბოლა აჰმედ ტინუბუც გამოეხმაურა და შეაქო ვიქტორ ოსიმენი.

ტინუბუ თავის Twitter ანგარიშზე აღწერს ოსიმენს, როგორც სერია A-ს მეფეს. „ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია A-ს ახალმა მეფემ“, - წერს პრეზიდენტი.

„ჩვენ ყველანი ვამაყობთ და ვისურვებდით, რომ უფრო დიდი კარიერა ჰქონოდა”, - თქვა ტინუბუმ.

შეგახენებთ, რომ ნაპოლიმ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდდეტო მესამედ მოიპოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა