"შეიტყუა, მწოლიარე დედას დახმარება უნდაო" - ოზურგეთში, 45 წლის კაცმა, სავარაუდოდ, მეზობლის გაუპატიურება სცადა
შემთხვევა ოზურგეთის რაიონში - 45 წლის კაცმა, სავარაუდოდ, მეზობლის, 34 ქალის გაუპატიურება სცადა. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კაცმა სავარაუდო დაზარალებულ საკუთარ სახლში შეიტყუა, უთხრა, რომ მის მზწოლიარე დედას დახმარება სჭირდებოდა. რა დროსაც, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალზე სექსუალური ძალადობა სცადა. ქალმა თავის დაღწევა მოახერხა.
შსს მომხდარზე საქმე აღძრა.
"პირველების" ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული მიმალვაშია, კაცის ოჯახთან კი პოლიცია პატრულირებს.