თეგებით ძიება
09. 05. 2023 ვიდეო

"ადამიანები არ ხართ, რაში იღებთ ფულს?!" - უმძიმესი კადრები მოხუცთა თავშესაფრიდან, რომელსაც სახელმწიფო 11 000 ლარს უხდის, თუმცა ბენეფიციარები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან

"სახალხო კონტროლი" თბილისში მდებარე შპს ”მოხუცებულთა ბაღს” ეწვია და იქ არსებული მძიმე მდგომარეობაზე ასახა.

თავშესაფარს, რომელშიც 15 ბენეფიციარი იმყოფება, გაზი არ მიწოდება. იქ მყოფ ადამიანები სიცივეში იმყოფებიან და ერთი თვე არის, რაც არ დაუბანიათ. შესაბამისად, დაწესებულებაში ჰიგიენის პრობლემა მძაფრად დგას და ანტისანიტარიაც არის.

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო "მოხუცებულთა ბაღს" ყოველთვიურად 11 000 ლარს ურიცხავს. გარდა ამისა, ბენეფიციართა თქმით, მათ საპენსიო ბარათები ჩამორთმეული აქვთ და მას დაწესებულების დირექტორი განკარგავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა