თეგებით ძიება

"სიკვდილშიც კი სიცოცხლეზე დიდი ხარ" - ქართველი პოეტი გარდაიცვალა

პოეტი, თორნიკე ნაროზაული სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ხევსური პოეტი, ტრისტან-ბერდია არაბული გარდაიცვალა.

"ძალიან კარგი ხევსური დაკარგა ხევსურეთმა, ტრისტან-ბერდია არაბულის სახით. 

მთის ჰაერივით სუფთა კაცი და პოეტი.

მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ვხვდებოდით და დიდხანს და გულიანად მხოლოდ ერთხელ ვისაუბრეთ, ესეც საკმარისი იყო მისი საოცარი პიროვნების დასანახად და მისგან ბევრი რამის სასწავლად. 

დიდხანს დარჩება სააქაოს მისი სახელი და ხევსურეთის წინაშე გაწეული ღვაწლი. 

ეს სოფელი ვაჟკაცურად გაიარე,

იმ სოფლადაც ვაჟკაცურად მიდიხარ,

არ იმჩნევდი განუკურნელ ნაიარევს,

სიკვდილშიც კი სიცოცხლეზე დიდი ხარ.

შენთვის წლები სხვა სისწრაფით მიფრინავდნენ,

სამწუხაროდ, ადრე ჩამაღბერდია...

ახლა, დროა ნამდვილ სახლში მიღბინავდე, 

ქრისტე ღმერთმა გაგანათლოს, ბერდია!", - წერს ნაროზაული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა