თეგებით ძიება

ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა მიმანიშნებელი იყო იმისა, რომ პარტია დეგრადაციის გზაზე მიდიოდა - ბექა ოდიშარია

"ქართული ოცნების" წევრი, ბექა ოდიშარია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხაბეიშვილს დიდი პოლიტიკური პროცესების მართვა არ შეუძლია. 

"თავმჯდომარე რომ ლევან ხაბეიშვილი გახდა, ეს იმთავითვე მიმანიშნებელი იყო იმისა, რომ პარტია დეგრადაციის გზაზე მიდიოდა. ამ ადამიანს არ აქვს რესურსი, არც დიდი პოლიტიკური პროცესების მართვის და რაც შიდაპარტიული პროცესების მართვის. ახლა ის ვერ აყენებს თავის პოზიციას პარტიაში და შესაბამისად, ცდილობს დაუპირისპირდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს“, - აცხადებს ბექა ოდიშარია. 

შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პოსტები წალენჯიხის, ამბროლაურის, ხობის, ცაგერის და ახალციხის წარმომადგენლებმა დატოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა