"არცერთ მატჩს არ აცდენს" - რას წერს იტალიური მედია ნიცა თავაძის შესახებ?
იტალიური მედია "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აქტიურად წერს და მისი წარმატების ერთ-ერთ მიზეზად მის საცოლეს, ნიცა თავაძეს ასახელებს.
“ნიცა თავაძე ყოველთვის დიეგო მარადონას სტადიონზეა. ის არცერთ მატჩს არ აცდენს. ჩვეულებრივ, მაყურებელთა რიგებში ჯდება და უყურებს, როგორ საოცრად თამაშობს ხვიჩა”.
“ქართველის სუპერ სეზონის ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ მისი ოჯახური გარემოა. დედა და მამა აქტიურად უჭერენ მხარს და ყველანაირ პირობას უქმნიან მას”.
“შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კვარაცხელია მათთან ერთად სეზონის ბოლოს სერია A-ს გამარჯვებას აღნიშნავს”.