IRI-ის მიერ გადახდილი ფულით, ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა ხდება - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ფულით "რევოლუციური სცენარის დანერგვის" დაფინანსება ხდება.
"გირჩის შემთხვევაში, დროას, სხვა პარტიების შემთხვევაში, ევროპულ საქართველოსაც ჩამოყალიბებული აქვს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ მათი დაფუძნებულია, ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად, ამ ორგანიზაციებმაც გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, თუნდაც IRI-მ, გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ამ ე.წ. NGO-ს, რომელიც სინამდვილეში გირჩის პარტიის გაგრძელებაა, რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა", - განაცხადა პაპუაშვილმა.