თეგებით ძიება

გააჩუმებენ, ან დააკავებენ - მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელზე, რომელმაც საქმის გაყალბებაზე ისაუბრა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მტკიცებულებების შესაძლო განადგურების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს.

რამიშვილმა საქმის პირველ გამომძიებელ, სერგო შუბითიძეზეც ისაუბრა და მისი დაკავება არ გამორიცხა.

"მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე ვარ დაბარებული. რა კითხვები ექნებათ, წინასწარ ვერ გეტყვით. მე საერთოდ არ ვიცი, მივცემ თუ არა ჩვენებას ამათ ამ ეტაპზე იმიტომ, რომ გაუგებარია  ჩემთვის რა აინტერესებთ, მით უმეტეს რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ თავიდანვე იყო მტკიცებულებების განადგურება, რომ საქმეზე არ დამდგარიყო სამართალი. ვნახოთ, ამ ე.წ. ფალსიფიკაციას, გამომძიებლის წინააღმდეგ როგორ გამოიყენებენ. აუცილებლად გააჩუმებენ, ან დააკავებენ მას", - აცხადებს რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების  საქმის  ახალ საეჭვო გარემოებებზე "შაბათის ფორმულაში" საქმის პირველმა გამომძიებელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.   

სერგო შუბითიძემ  ის მაღალჩინოსნები დაასახელა, ვინც იცოდა რომ ცხედრის პოვნის დღეს, მას ახალგაზრდა ქალის მობილური ტელეფონი ლუქთან ერთად მიუტანეს და თავიდან დალუქვა მოსთხოვეს.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა