თეგებით ძიება

ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - გურამ მაჭარაშვილი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

"ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი  რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებას გამოეხმაურა.

"ზოგადად, თქვენ უფრო კარგად იცით ხოლმე რუსეთში რა ხდება, ვინ სად გადაადგილდება, თქვენგან ვიგებ ხოლმე. თქვენ უფრო უკეთ გეცოდინებათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი. სამართლებრივად ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის, იქიდან აქ გადმოვლენ და არ იქნება გადაადგილების პრობლემა ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ  შეეძლებათ.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა