ეს აღქმულია, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაკნინება - ხატია დეკანოიძე კრემლის გადაწყვეტილებაზე
ეს აღქმულია როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაკნინება - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე კრემლის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.
მისი შეფასებითვე, პუტინმა აკრძალვები კრემლის გავლენების გასაძლიერებლად მოხსნა.
"მინდა ხაზი გავსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გააძლიერებს ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ პოლიტიკას, გააძლიერებს კრემლის გზავნილების და გავლენების გაძლიერებას საქართველოში, ეს იქნება და უკვე არის აღქმული, ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლა, განსაკუთრებით 24 თებერვლის შემდეგ და ეს აღქმულია, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაკნინება", - აცხადებს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება, ხოლო, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსთან ფრენების უფლება ექნებათ.