თეგებით ძიება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას ითხოვენ - ახალი ინიციატივა

ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტს სთავაზობენ პროექტს, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის 2024 წლის 31 დეკემბრამდე უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას გულისხმობს. ინიციატივით პარლამენტს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ მიმართა.

პროექტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს უძრავ ნივთზე ნასყიდობის ან ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრების უფლება შეუწყდებათ.

აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ იმ პირებზე არ გავრცელდება, რომლებიც ქონებას მემკვიდრეობით მიიღებენ.

„საქართველოში არსებული ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში, ქვეყანაში შემოსულია რუსეთის, დაახლოებით, 120 000 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ბინებსა და სხვა უძრავ ქონებას ინტენსიურად ყიდულობენ. 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა - 6 062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანს უტოლდება. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2 187 ბინა იყიდეს, სადაც მყიდველთა რაოდენობა შეადგენს 1 679 ადამიანს. რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოში არსებული უძრავი ქონების შეძენის ასეთი ზრდადი ტენდენცია საქართველოს მოქალაქეთათვის საკუთრების უფლებას ზღუდავს. ამ მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია ბინების ფასი, რის გამოც, საქართველოს მოქალაქეების საკმაო ნაწილისათვის გართულებულია როგორც ბინის ყიდვა, ასევე ქირავნობაც“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული. რუსეთის მიერ უკრაინაი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალქე შემოვიდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა