თეგებით ძიება

ქუთაისში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში, ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა.

არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო.

სურსათის ეროვნულის სააგენტოს ცნობით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება და მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები, გამოცხადდა კარანტინი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა