თეგებით ძიება
10. 05. 2023 სპორტი

სასიხარულო ინფორმაცია - ტატო გრიგალაშვილი დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალში იჭიდავებს

73კგ წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილი დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში იჭიდავებს.

ქართველი მოქმედი მსპოფლიო ჩემპიონი ნახევარფინალში 20 წლის სამხრეთ კორეელ ლის შეხვდა და 35 წამში ორი ვაზარით დაამარცხა.

გრიგალაშვილი ფინალში ან პრინციპული მეტოქეს, ბელგიელ მატიას კასეს, ან ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. ტურნირის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა