„იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთს უპირისპირდება და პირიქით... ჩვენ მისთვის მისაღები რა მიზეზით აღმოვჩნდით?“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„კაცო, ქოცებსაც ხომ არ გჯერათ, რომ პუტინმა ეს გადაწყვეტილება ქართველ ხალხზე ზრუნვით მიიღო?
მაშინ აქამდე მიიღებდა. ამდენი წელი არ ზარალდებოდა ხალხი?
ანუ, როგორც ვიზების დაწესება თავის დროზე, ისე მოხსნა, არის პოლიტიკური მიზეზებით განპირობებული. ანუ მაშინ დაგვსაჯეს, რადგან საქართველოს ხელისუფლება, მათი აზრით, ცუდად იქცეოდა.
ჰოდა, დავსვათ კითხვა, ახლა რისთვის წაგვახალისეს?
იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთს უპირისპირდება და პირიქით, რუსეთი უპირისპირდება მთელ ცივილიზებულ სამყაროს, ჩვენ მისთვის მისაღები რა მიზეზით აღმოვჩნდით?
ქოცებს ამაზე რა პასუხი გაქვთ?“ - წერს მეტრეველი.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.