„სულ რაღაც 15 წლის წინ რუსულმა თვითმფრინავებმა სწორედ ის აეროპორტი დაბომბეს სადაც ახლა დაშვებას აპირებენ!“ - ლადო სადღობელაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„სულ რაღაც 15 წლის წინ რუსულმა თვითმფრინავებმა სწორედ ის აეროპორტი დაბომბეს სადაც ახლა დაშვებას აპირებენ! თავმოყვარე ერი ამას უნდა აპროტესტებდეს! თავმოყვარე სახელმწიფომ ეს არ უნდა დაუშვას! თავმოყვარე საზოგადოება ამას უნდა შეეწინააღმდეგოს მაინც! თბილისის აეროპორტის თანამშრომლები მოსკოვიდან პირდაპირ რეისებს არ უნდა მოემსახუროს! სასაზღვრო პოლიციამ რუსები არ უნდა შემოუშვან!
– უნდა დაიგეგმოს აქცია მოთხოვნით აეკრძალოთ რუსულ თვითმფრინავებს საქართველოში დაფრენა!” - წერს სადღობელაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.