თეგებით ძიება

„37 მანეთიანი ფრენები და რუს ნაშებზე დახარჯული ფული... იცის მოკლედ „პუტლერმა“ რასაც შვება...“ - უჩა აბაშიძე

უჩა აბაშიძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს აქტიურად აშუქებს და აანალიზებს, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას სოციალურ ქსელში ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს.

„პუტინის ეგ უვიზოს "კარტი" სულ ჰქონდა ჯიბეში.

ჩვეულებრივი, რუსული, გეოპოლიტიკური "რბილი ძალის" ილეთია.

და როგორც  "დაგვაახლოვა" ევროპასთან, მსგავსმა უვიზომ ზუსტად, იგივეს შვება და "დრო შეარჩია" ისე რო ქოცმოს გამოადგეს საარჩევნოდ.

ვინაიდან ქოცმოს ამომრჩევლის დიდი ნაწილი არის საბჭოთა კავშირში დაბადებული, გაზრდილი და ნამუშევარი პენსიონერობა, რომლებმაც ინგლისური ხშირად საერთოდ არ იციან და შესაბამისად მათთვის ერთადერთი "გასაგები" უცხოეთი - არის რუსეთი და რუსეთთან "უვიზო რეჟიმი და ყოველ დღიური მიმოსვლა" მათ გულებში არის ახალგაზრდობის კარგი დროის დაბრუნება, 37 მანეთიანი ფრენები და რუს ნაშებზე დახარჯული ფული...

იცის მოკლედ პუტლერმა რასაც შვება და აქტიურ კომუნიკაციაშია ამის შესახებ ივანიშვილთან და "ყველა კარტები" ჩამოვიდნენ პრაქტიკულად... და ვერაფერს ობიექტურად საწინააღმდეგოს ვერ იტყვი, ანუ, რა მოხდა რა, რა გააფუჭეს?

ცუდია უვიზო?

არ გინდა და არ იარო ძმაო (მიპასუხეს უკვე).

"თუ ქართველებს არ უნდათ რუსეთის ტრაკში გარჭობა, ნუ გაერჭობიან ბიძი, ხო არ დაგიპყრო არა? - უვიზო მოგცა, არ გინდა და ნუ გამოიყენებ, დაგვამხო იმან ევროპასთან რო უვიზო გვაქ?"

და მერე გრძლად უნდა უხსნა, რო ევროპას ოკუპირებული არ აქვს 20%, ევროპის პირდაპირი ინტერესი არ არის ჩვენი რბილი ოკუპაცია, ევროპა არ დასხმია სხვა ქვეყანას თავს და არ უხოცავს ათასობის ადამიანს კვირაში, ევროპა არ არის გამოცხადებული ტერორისტ ქვეყანად, ევროპას არ ადევს ათი ტონა სანქციები და ა.შ.

ჩვენ რა ვქნათ ჩვეენ?

მთავრობა უნდა შევცვალოთ, მეტი არაფერი გზა აქ არ არის.

მთავრობა უნდა შეიცვალოს, და მერე ახალი მთავრობა უნდა შეუერთდეს სანქციებს, მთავრობამ უნდა გამოუცხადოს რუსეთს ბოიკოტი, მთავრობა უნდა ავრცელებდეს სწორ მესიჯებს და ცალმხრივად ქნას პუტლერმა რაც უნდა კაცო, იქნებ ჩრდ. კორეაც გვაძლევს უვიზოს და ირანიც, როცა მთავრობა ნორმალური გყავს - გარე გიჟებს შეუძლიათ რაც უნდათ ის იგიჟონ.

როდის და როგორ უნდა შეიცვალოს მთავრობა?

ან არჩევნებზე.

ან გეუბნებით, უნდა შინაგანად "ძლიერდებოდეთ" და ემზადებოდეთ "მრავალ კვირიანი" საპროტესტო აქციებისთვის, ამათ იმდენი რამე აქვთ დასაკარგი, 1 დღიანი "გადავიჟდით"-ის გამო არ წავლენ არსად.

მოგვიწევს მრავალ კვირიანი, თავგანწირული ჯიკაობა

ან არადა ქვეყანა რა ფორმაში მივა 2024-ის არჩევნებამდე კიდე უცნობია...“ - წერს უჩა აბაშიძე.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა