„მაინც რომ იცოდეთ, რა მოყვება ფრენების აღდგენას...“ - რას წერს ზურა ბატიაშვილი?
ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და 3 თებერვლით დათარიღებული სტატიის „სქრინს“ აქვეყნებს, სადაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაა მოყვანილი.
„მაინც რომ იცოდეთ, რა მოყვება ფრენების აღდგენას.
ღიად და დაუფარავად გააფრთხილეს ჯერ კიდევ თებერვალში.
მერე ვერავინ იტყვის, არ ვიცოდითო“, - წერს ბატიაშვილი.