„გამოგვწერეს“ - დათო ევგენიძე, ოპერაციის შემდეგ, პირველ ფოტოს აქვეყნებს
მუსიკოსი, დათო ევგენიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს.
დათო მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს.
„გამოგვწერეს. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის და დათოს სიცოცოხლის სულის ჩაბერისთვის ჩვენს სასწაულ და ღმერთის ადამიანსმ ჩვენი დროის გმირს მახარააააას“, - წერს ევგენიძე.
ცნობისთვის, დათო ევგენიძემ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია სტამბოლში, კლინიკა BAU Medical Park Goztepe-ში გაიკეთა. დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილი იყო.