თეგებით ძიება

„ასეთ ხალხზე ვდგავართ. რიგით, ჩვეულებრივ, მაგრამ არაჩვეულებრივი ღირსებით გამორჩეულ ადამიანებზე“ - ბექა ყორშია გიორგი ფხალაძეზე

ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება და ამისა გამო, სამსახურს ტოვებს.

„კი, ასეთ ხალხზე ვდგავართ. რიგით, ჩვეულებრივ, მაგრამ არაჩვეულებრივი ღირსებით გამორჩეულ ადამიანებზე, საკუთარი მხრებით რომ მიგვექაჩებიან სინათლისკენ. ბრძოლის რომანტიზმით რომ აღგვავსებენ“, - წერს ბექა ყორშია.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა