ნინო ქათამაძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლას აპირებს
ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე ამბობს, რომ ოჯახთან ერთად უკრაინაში საცხოვრებლად გადასვლაზე ფიქრობს და ამასთან დაკავშირებით უკვე სერიოზული გეგმებიც აქვს.
"არ ყოფილა ასეთი რამ, რომ მე ან ჩემს შესანიშნავ მუსიკოსებს შეგვშინებოდა უკრაინაში წასვლის. როდესაც ჩემს ჯგუფს ვუთხარი, რომ კონცერტით მივდიოდით კიევში, მათ თქვეს, რომ მზად იყვნენ ემღერათ იქ, სადაც ეს შეუძლებელიც კი იყო. მაშინ მეტროში ჩავატარეთ კონცერტი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი კონცერტი ჩემს ცხოვრებაში. დღემდე მახსოვს კონცერტის დროს მაყურებლების თვალები, შეუძლებელია დავივიწყო მათი ცრემლები და მთელი ეს ამბავი რაღაც წარმოუდგენელია...
ჩემი ოჯახი ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა უკრაინაში ცხოვრება. ჩვენ ახლა ვგეგმავთ გადასვლას, ომის დროს", - თქვა ნინო ქათამაძემ.
წყარო: ambebi.ge