თეგებით ძიება

„რუსებს ისეთი კატასტროფა ელოდებათ, ივანიშვილს კი არა, საკუთარ თავებს ვერ უშველიან“ - ჭიაბერაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვის მოხ­სნას ეხმაურება და წერს, რომ რუსებს კატასტროფა ელოდებათ.

„რუსეთი ბოლო რესურსს დებს, რომ საქართველოში თავისი საოკუპაციო რეჟიმი, სახელად “ქართული ოცნება” გადაარჩინოს.

რუსებს ისეთი კატასტროფა ელოდებათ, ივანიშვილს კი არა, საკუთარ თავებს ვერ უშველიან.

“37-მანეთიანი ოცნების” კრახი გარდაუვალია.

საქართველო გაიმარჯვებს“, - წერს ჭიაბერაშვილი.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა