თეგებით ძიება

„მალე ფრენებიც აღდგება! კოლია ბასკოვიც ჩამოვა და ფილია კირკოროვიც!“ - ბუკა პეტრიაშვილი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვის მოხ­სნას ეხმაურება.

„აბაააა, ვინ უფრო მაგარ რამეს დავწერთ, ამაში შევეჯიბროთ აქ! ეს ყველაფერი ერთი დიდი სქემის ნაწილია! მალე ფრენებიც აღდგება! კოლია ბასკოვიც ჩამოვა და ფილია კირკოროვიც! 

ნუ ხარ სტიგმას შიშში, დასხედით პოლიტიკოსები, გადალახეთ ამბიციებიც და წყენებიც, დაუძახეთ საზოგადოებას და მოვიფიქროთ ყველამ ერთად, რა ვქნათ! განცხადებები და ფბ ანგლობები არ შველის ამ საქმეს!“ - წერს პეტრიაშვილი „ფეისბუქზე“.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა