თეგებით ძიება

„ასე რომ გაქებს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაზეც სრულიად ცივილიზებულმა სამყარომ უარი თქვა, მინიმუმ არ "ტეხავს?“ - ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვის მოხ­სნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის და ჩვენს მოსისხლე მტერს ისე ნაზად, ნარნარად და საყვარლად უწოდებს "ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიო", გეგონოს ჩვენ გვქონდეს რუსეთის 20%ოკუპირებული და ის გვეხვეწებოდეს ჩვენი ჯარების გაყვანას. 

ამასობაში, გავრილოვმაც გვახარა,  ჩამოვალო აუცილებლად, თინა კანდელაკი იძახის - "დაბრო პაჟალოვაწ" - და ამას ნიშნის მოგებით ამბობს - რუსეთში იყოსო კეთილი თქვენი მობრძანებაო, აქეთ მარგარიტა სიმონიანი გვაქებს, გასაკვირად კარგად იქცევაო საქართველოო. 

ასე რომ გაქებს ოკუპანტი სახელმწიფო, რომლის პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს მიერ დასაჭერთა სიაში არის შეყვანილი და რომელთან ურთიერთობაზეც სრულიად ცივილიზებულმა სამყარომ უარი თქვა, მინიმუმ არ ტეხავს? 

მაგრამ თქვენზე შეგონება არ მუშაობს, თქვენ ხომ რუსის მონები ხართ და მხოლოდ რუსებს ემონებით, მათ ემორჩილებით და ფსონს, უკრაინაში  რუსების გამარჯვებაზე დებთ .

თუ ფიქრობთ, რომ ეს მოღალატეობრივი პოლიტიკა და რუსებთან სიამტკბილობა შეგრჩებათ, ძალიან ცდებით. 

დრონი მეფობენ და არა რუსქოცები“, - წერს ქაცარავა.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა