თეგებით ძიება

ხელისუფლება გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემის მიმართულებით - „ნაციონალური მოძრაობა“

„ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვის მოხ­სნას ეხმაურება.

"დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით, ხოლო რუსეთის ნაცისტური რეჟიმი, ფაქტობრივად, მარტოა დარჩენილი.

დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას საკუთარი თავი და განდევნოს ოკუპანტი საკუთარი მიწიდან. ის, რომ უკრაინა დაიცავს თავს, ის რომ რუსეთი დამარცხდება, ის რომ მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება, უკვე გარდაუვალ მოვლენებად იქცნენ. სწორედ ამისთვის იბრძვის გმირი უკრაინელი ხალხი და ამისთვის მუშაობს მთელი დასავლური სამყარო.

ტრაგიკული რეალობაა, რომ ამ დროს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის ევროპას და უკრაინას, პარალელურად კი კრემლის პროპაგანდისტების მუდმივ ქებას იმსახურებს. ოცნებამ დღეს უკვე კრემლის ლიდერისგან მიიღო სამადლობელი ჟესტი - უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენის სახით.

ფაქტია, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მუშაობს არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ტურისტულად, კულტურულად თუ სატრანსპორტო თვალსაზრისით, საქართველო მოექცეს რუსულ სივრცეში.

ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის ნებას, აუცილებლად გასაქცევი გახდება რუსული ჩაძირული გემისა და ჩაძირული ქვეყნის მიმართულებით.

სამართალი აუცილებლად დადგება, სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს, აღარ დარჩება დასამალი სივრცე და ყველას მოუწევს საკუთარი ბოროტების გამო თავისუფალი ერებისა და სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხის გაცემა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა