"ესპანეთში უბედური შემთხვევით გარდაიცვალა 3 წლის ანგელოზი. დაგვეხმარეთ..." - რა მიმართვას ავრცელებს იურისტი?
იურისტი, ლევან ჭელიძე საქართველოს მთავრობას მიმართავს და ესპანეთში ტრაგიკულად დაღუპული სამი წლის გოგონას ჩამოსვენების საკითხში დახმარებას სთხოვს.
"არასოდეს მე მსგავსი რამ არ მითხოვია!
მივმართავ საქართველოს მთავრობას, ახალგაზრდა ოჯახს ესპანეთში უბედური შემთხვევით გარდაეცვალა 3 წლის ანგელოზი.
დაგვეხმარეთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მისი საქართველოში გადმოსვენება.
მოგიკვდით, ჩემო ახალგაზრდა, დატანჯულო მშობლებო, ვერ თანაგრძნობთ, ვერ მოგატყუებთ, ჩემო პატარა ბავშვებო, პატარა მშობლებოოოოო. ამ ამბის თანაგრძნობა შეუძლია მხოლოდ შვილმკვდარ მშობლებს.
რომიკო, ანიიიიიი...
მოგიკვდი, შვილოოოოოოოოოოოო...
რომიკო ჯიქიძე და ანი რევიშვილი, გამაგრდით, მეგობრებო. მას ჭირდებით დაუსაბაოდ ", - წერს იურისტი.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, ესპანეთში ქუთაისელი გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა.