თეგებით ძიება

საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლაშა ჟვანია, ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და უსაფრთხოების წესებს აცნობს, რაც განგაშის დროს მოქმედებს.

"ისრაელში მყოფ თანამემამულეებს შეგახსენებთ უსაფრთხოების წესებს განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში: 

შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;

შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი, ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.

თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას", - წერს ელჩი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა