თეგებით ძიება

როგორ გავთვასუფლდეთ არასრულფასოვნების კომპლექსებისგან?

ნუ შეზღუდავთ თქვენს სოციალურ ურთიერთობებს. არასრულფასოვნების კომპლექსების გამო, შეიძლება, ასოციალური და მორცხვი გახდეთ.

ასეთი კომპლექსების მქონე ადამიანებს ზოგჯერ გახსნილობისა და საკუთარი თავის გამოვლენის ეშინიათ. ამ არასრულფასოვნების შეგრძნებებს თქვენვე იყალიბებთ გონებაში.

რაც უფრო მეტად უკავშირდებით სხვა ადამიანებს, მით უფრო მეტად ხვდებით, რომ ისინი არ გსჯიან, არ დაგცინიან ან განადგურებენ. შემდეგ კი თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობთ ადამიანების გვერდით.

ეცადე, დრო პოზიტიურ ადამიანებთან გაატარო. მათ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ თქვენს თვითშეფასებაზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი თავდაჯერებულობა თქვენვე უნდა შეიმუშაოთ, სასარგებლოა მეგობრობა იმ ადამიანებთან, ვინც გიღებს. ეს გეხმარებათ იმ მცდარი წარმოდგენის წაშლაში, რომ ყველა თქვენ გაკრიტიკებთ.

მუდმივად იმუშავე საკუთარ თავზე. არასრულფასოვნების გრძნობის დამარცხების ერთ-ერთი გზა საკუთარი თავის მუდმივად გაუმჯობესებაა.

განივითარეთ სამუშაოსთან დაკავშირებული უნარები, დაისახეთ მიზნები - ეს ხელს შეუწყობს თქვენი არასრულფასოვნების გრძნობის შემცირებას.

არასრულფასოვნების გრძნობისგან გათავისუფლებაში ასევე დაგეხმარებათ მოხალისეობა - დაეხმაროთ სხვა ადამიანებს, საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა