თეგებით ძიება

"იმდენი ქენით, მერიემიც შემაყვარეთ..." - რას წერს გურამ შეროზია?

პროექტ "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული ამავე შოუს მესამე სეზონის მონაწილეზე წერს და აღნიშნავს, რომ მერიემი შეაყვარეს.

"აიი, იმდენი ქენით, ეს მერიემიც შემაყვარეთ.

არაა მარტივი, ლამის სამი კვირა, აიიი, ამხელა "ჰეითს" იტანდე და მაინც გქონდეს ღიმილის, აქტიურობის და ზოგადად, იქ ყოფნის ნერვი. მათ შორის სახურავზე პაემნების ნერვიც.

ჩადეს მიწაში, რა აღარ ეძახეს, აიი, რომ ვეღარ გავიმეორებ.

თან მოდი ვაღიაროთ, ბიჭი რომ სიყვარულს უხსნის და მერე ვისაც მერიემი უპირისპირდება იმ მეორე სეზონელთან გულაობს და ერთად დასცინიან - თქვენ არ გაბრაზდებოდით მის ადგილას? ადგა და მიუჩინა ადგილი.

უარყოფითი პერსონაჟია, ბევრს წიკვინებს ბოლო დროს, მაგრამ აააამხელა ნეგატივის ფონზე, რაც მის წინააღმდეგაა და მაინც რომ მშვიდად უჭირავს თავი - დავაფასეე. ბოლოს და ბოლოს, საინტერესო მოთამაშეა და კი გველაძუაა ხანდახან, მაგრამ შოუს უფრო ახალისებს, ჩამეძინებოდა ეგ და ირიოდე სხვა რომ არა.

წარმატებები და გაძლება", - წერს შეროზია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა