50 მოტეხილობა ჰქონდა, 45 დღე იყო კომაში... - ნიკო ქართველი შვილზე - VIDEO
რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის ყოფილი მონაწილე, ნიკო ქართველი თავისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდს იხსენებს. ამის შესახებ მან YouTube არხზე ისაუბრა.
"ჩემი ყოფილი ცოლი, რომელიც არის ჩემი შვილის დედა, მის მეგობრებთან ერთად იჯდა მანქანაში. ძალიან მძიმე ავარია მოუვიდათ. ჩემს შვილს ქალა ფუძის სრული მსხვრევა ჰქონდა, 50 მოტეხილობასთან ერთად. 4 ბალიანი კომა, აპარატზე იყო ტყუილად, როგორც ამბობდნენ. ძალიან ბევრმა ქვეყანამ და ექიმმა მითხრა უარი მის ჩაყვანაზე, იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა არაფერს… 45 დღე იყო კომაში. ხაზოვანი მსხვრევა ჰქონდა ქალა ფუძის, ეს ავარია იყო ძალიან მძიმე. ექიმები მეუბნებოდნენ, აზრი არა აქვს, ტყუილად გყავს აპარატზე…
ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ, არავის შვილი არ უნდა კვდებოდეს…
პირველად ცხოვრებაში ვიფიქრე, მიდი რა ნიკო, მოიხოდე და წავიდეთ. ჩემმა ძმაკაცმა, პაატა იაშაღაშვილმა მითხრა, წამო მამა გაბრიელის საფლავზეო. ასე მე არსად არ მილაპარაკია, ჩემს თავთან მქონდა ომი, იქაც საფლავზე, მის ძვლებს და სულს ვენაცვალე… 2 საათზე მეტი ვსაუბრობდი. ძალიან ვთხოვე უფალს. ყველა მყავდა იქ, უფალი თავისი უმაგრესი ანგელოზებით, ილია მეორეც ჩემთან იყო… ძალიან ვთხოვე… კომაშია ამ დროს ჩემი შვილი. როდესაც მე გამოვედი მცხეთიდან, 10 წუთში მირეკავს ექიმი, სად ხარო? მეგონა, რომ ძალიან ცუდ რამეზე მირეკავდა. მოდი ბიჭო, შენი შვილი კომიდან გამოვიდაო. მიდი და არ გჯეროდეს იმის, რასაც ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ“, – ამბობს ნიკოლოზ ქართველი.